პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას კულტურის სფეროს წარმომადგენელი ხელოვანების მოტყუებაში ადანაშაულებს, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების განმარტებით 12 მაისს ხელისუფლების საჯარო პირობა, რომლის მიხედვითაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული კულტურის დარგების ხელშეწყობა, სიცრუე აღმოჩნდა.
პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე, გამოეხმაურნენ Check in Georgia 20 მილიონიან დაფინანსებასაც, რომელიც ხელისუფლებამ ტურიზმის სფეროს სტიმულირებისთვის გაითვალისწინა, თამარ შავგულიძის განცხადებით დოკუმენტში არასრულფასოვნად არის გაწერილი თუ პანდემიის პირობებში როგორ მოხდება ტურიზმის სფეროს სტიმულირება.