18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
COVID-19-ის შემთხვევები შიდა ქართლში - გორში კორონავირუსი მაღაზია "ემბავუდის" მენეჯერს დაუდასტურდა

გორში COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.  ინფიცირებულია "ემბავუდის" მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის ხელმძღვანელი.  ქალი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მოხვდა, რესპირატორული პრობლემებით, თუმცა მას პირველ ჯერზე კორონავირუსი არ დაუფიქსირდა. COVID-19 რამდენიმე დღიანი  მკურნალობის შემდეგ განმეორებითი ტესტირებისას გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით ცნობილი არაა.

COVID-19-ის შემთხვევაა კასპის მუნიციპალიტეტშიც, ინფიცირებული პაციენტი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნის კლასტერს მიეკუთვნება და თავად ისიც ამ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია.

დღის ამბები