18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია ერთი სამხედრო მოსამსახურე, ერთი მძღოლი და რუსეთის სამხედრო სასწავლებლის ორი კურსანტი. ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე დაავადების სულ 72 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, რეგიონში კორონავირუსის 36 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 27 და დაიღუპა ერთი პაციენტი.

დღის ამბები