18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებ, შეიძლება სიტუაცია უფრო ადრე დაიძაბოს - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი რეგულაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. იგი შიშობს, რომ მოქალაქეთა წინდაუხედაობის გამო, შესაძლოა, სიტუაცია ნავარაუდევზე უფრო ადრე დაიძაბოს. 

"თუ კარგად მოვიქცევით, ასე იქნება და დიდი პრობლემები არ შეიქმნება. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებ, შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს უფრო ადრე გაცილებით, ვიდრე ამას ველოდებოდით,"-განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 879-ს შეადგენს. 

განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 1-ით მოიმატა და 704-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით  გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დღის ამბები