გიორგი გაბუნია ხელისუფლების წარმომდგენლებისგან განცხადებებს ელოდება. გიორგი გაბუნია ელოდება გამოძიების შედეგებსაც და ამბობს, რომ საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია.
"საფრთხე რეალურია, ის რჩება და ახლა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც მინიმუმ, განცხადებას ველოდებით. რას იტყვიან, როგორია მათი პოზიცია, ამჯერად არ მიკვირს, რომ ბევრად მეტი დრო სჭირდებათ. მაგრამ როგორც მინიმუმ, ვნახოთ, ეს ნაბიჯი როგორი იქნება, როდესღაც მოუწევთ რამის თქმა და მერე პრაქტიკულ ნაბიჯებს, როგორ გადადგამენ, რომ ასეთი რამ საქართველოში არ ხდებოდეს, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონება, სიტყვაზეა უბრალოდ საუბარი.
ვიღაცას ჩემი ნათქვამი არ მოეწონა და ქილერი გამომიგზავნეს. რა უნდა უქნა მაშინ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება უფრო ქმედითად გამოხატონ თავიანთი პროტესტი, აი ამის წინააღმდეგ რას იზამს ხელისუფლება, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი ქვეყანა აღარ იყოს, ეს მაინტერესებს ძალიან, - აცხადებს გიორგი გაბუნია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.