25 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს - რეგიონში COVID-19-ის სტატისტიკა კვლავ მზარდია 

სტატისტიკა კვლავ მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. მხოლოდ რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 546 000-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 17 458-მდე გაიზარდა, ხოლო COVID-19-ს საერთო ჯამში 293 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინაში კი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 666 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 476-მდე გაიზარდა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 32 476 დაინფიცირებულიდან 2 402 ბავშვი და 5 600 მედიკოსია.

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ COVID-19-ზე ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ელენა ზელენსკაიას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სულ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დექსამეტაზონის გამოყენებაზე. ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტურია. მედიკამენტი მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 40-დან 28%-მდე ამცირებს.

დღის ამბები