აქცია იყო აჭარის მთავრობის სახლთან - ე.წ. ხოფის ბაზრობის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა დავით ანანიძემ, ახლობლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრა მოითხოვა.
ის ამბობს, რომ 2009 წელს წინა ხელისუფლებამ მათი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონება "ხოფის ბაზრობა" იძულებით, შანტაჟის გზით დაათმობინა.
ანანიძეების ოჯახი ქონების დაბრუნებას მოითხოვს. მათი თქმით, პროკურატურას და საქართველოს მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა აქამდე მოუგვარებელია.
ანანიძეების განცხადებით, თუ 10 დღეში მათ პრემიერი არ შეხვდება, მასშტაბური აქციების დაწყებას აანონსებენ.