აჭარის ტელევიზიასთან რეგიონში მოქმედმა 8 ოპოზიციურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა. ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიმართ უნდობლობის საკითხის განხილვა დაიწყონ. გაცხადებას უმაღლესი საბჭოს 6 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.
საკითხის ინიცირებისთვის უმაღლესი საბჭოს 7 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. ისინი კოლეგებს მოუწოდებენ მხარდაჭერა გამოუცხადონ და მოხდეს ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება.
ოპოზიციის თქმით, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, არხის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშად ჩარევა და ჟურნალისტების დევნა ხორციელდება, თუმცა მრჩეველთა საბჭოს ამ დრომდე ზომები არ მიუღია.