18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
სასამართლომ 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გარყვნილი ქმედებისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში, ქ.ქუთაისში, ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ლ-მ მეზობლის 4 წლის გოგონას მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ის, ასევე, ატარებდა ხელჯოხ-დაშნას, რაც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება. 

სამართალდამცველებმა ა.ლ. 2019 წლის 24 სექტემბერს ქ.ქუთაისში დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

უწყების ცნობით, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი დაზარალებული დისტანციურად, ფსიქოლოგის მონაწილეობით დაკითხეს.

სასამართლომ ბრალდებული ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი: ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 238¹ -ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება) და განაჩენთა ერთობლიობით 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები