25 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კორონავირუსის მონაცემების ზრდა ფიქსირდება

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კორონავირუსის მონაცემების ზრდა ფიქსირდება. 7 ათასს აჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობა რუსეთში, ვირუსს 4 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თურქეთში.

გასულ დღე-ღამეში 9 ადამიანი დაიღუპა სომხეთში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 302-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 133-მდეა გაზრდილი აზერბაიჯანში.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროპის ქვეყნებში, სადაც იკლებს ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რიცხვი.

დღის ამბები