23 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
COVID-19 მსოფლიოში - კორონავირუსი ნურსულთან ნაზარბაევსაც დაუდასტურდა

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევსაც დაუდასტურდა, ამ დროისთვის ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 8,5 მილიონს მიაღწია, ყველაზე მძიმე ვითარება ისევ შეერთებულ შტატებშია, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 25 583 შემთხვევა და გარდაცვალების 755 ფაქტი გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ს 117 717 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი 2 170 000-ს შეადგენს.

იზრდება კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ჩინეთში, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, აღრიცხეს ვირუსის რვა უსიმპტომო მატარებელი პირი. 28-დან 24 ადგილობრივი, ოთხი კი – იმპორტირებული შემთხვევაა.

ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 32 188 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 956 000-მდე გაიზარდა, COVID -19-ს კიდევ 1 269 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 46 510-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ადგილზე დგას.

დღის ამბები