18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს - გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს

გერმანიის საელჩო საქართველოში გერმანიის პროკურატურის მიერ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. განცხადების მიხედვით, გერმანიის პროკურატურის მიერ საქართველოს ხელისუფლება "პრორუსულად" არის მოხსენიებული.

გერმანიის საელჩოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს.

"გერმანიის ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია პრესისთვის, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქის თორნიკე კ.-ს მკვლელობას. ამ ინფორმაციაში გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება, რომელშიც საუბარია "პრორუსულ" მთავრობაზე საქართველოში. საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს.

საქართველო არის ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, გერმანიის პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას "პრორუსულად" მოიხსენიებს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ: "შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან." დღეს ტერმინ - "პრორუსულის" გამოყენების შესახებ განმარტება გააკეთა გერმანიის ელჩმა. ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ფრაზა ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არ წარმოადგენს პროკურატურის მოსაზრებას.

დღის ამბები