მძღოლის ანალიზის საბოლოო პასუხი, რომელიც სოფელ ნაბეღლავში, კომპანია "წყალი მარგებელში" იმყოფებოდა, დღეს გახდება ცნობილი. მას 9 ივნისს ჩატარებული კვლევით "კოვიდ 19" არ აღმოაჩნდა.ვირუსი არც მორიგი გეგმიური გადამოწმებისას გამოუვლინდა, თუმცა 16 ივნისს PCR ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ფაქტს ეხმაურება კომპანია "წყალი მარგებელის" წარმომადგენლობა. მათი თქმით, მძღოლი კონტრაქტორი სატრანსპორტო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული და მას კომპანიის არცერთ თანამშრომელთან უშუალო შეხება არ ჰქონია. მათი ინფორმაციით, მან 10 ივნისს წაიღო პროდუქცია, ამიტომ თვითიზოლაციაში იმყოფება "წყალი მარგებელის" დაცვის ორი თანამშრომელი, რომელებიც ქარხნის გარე პერიმეტრზე მუშაობენ.