საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 895 შეადგინა. ინფორმაცია stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 741-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264.
ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.