06 სექტემბერი 2026,   02:32
ვრცლად
კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი ჰყავთ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში მკურნალობის ქვეშ მყოფი 21 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა საშუალო, ან მსუბუქი სიმძიმისაა. 

"ჩვენს ცენტრში გუშინ შემოვიდა ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული არ გვყავდა. ამ ეტაპზე, კლინიკაში 21 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.

ახალი შემოსული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. არ ველოდებით, რომ დინამიკაში დაავადება პროგრესირდება, რადგან მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული და ლაბორატორიული მონაცემებით არ არის დამამძიმებელი პროგნოზის მაჩვენებელი.

მძიმე პაციენტები არ გვყავს, ძირითადად, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა  2-ით გაიზარდა და 895 შეადგენს. 

2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც  და ამ დროისთვის 741-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები