10 სექტემბერი 2026,   12:06
ვრცლად
"ლელოს" წარმომადგენლებმა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები ენგურის ხიდთან მსვლელობით გააპროტესტეს

"ლელო საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რეგიონში აქცია-მსვლელობა მოაწყეს.

ორგანიზაციის წევრებმა პროტესტის გამოხატვა დილით ენგურის ხიდიდან ტრანსფარანტებითა და შეძახილებით დაიწყეს. მათი თქმით, 2019 წლის 20 ივნისი ხელისუფლების მხრიდან სისხლიანი ანგარიშსწორების დღედ შევიდა საქართველოს ისტორიაში. მათ 20 ივნისს დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ზუგდიდის ორგანიზაციის უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანი განცხადებით, ახალგაზრდობა არის და იქნება წყარო, რომ არჩევნების გზით შეცვალონ ხელისუფლება და ამას ვერავინ შეცვლის.

"ეს არის შეხსენება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მან ოკუპანტების მხარდაჭერას თავი დაანებოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნათელ მომავალს,"-აღნიშნა ახვლედიანმა.

აქცია-მსვლელობა ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა.

დღის ამბები