18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას წალენჯიხაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი დაიღუპა.

"კურიერის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ქალი გარდაიცვალა. რამდენიმე მგზავრი, მათ შორის 6 წლის ბავშვი, დაშავდა.

ჯერჯერობით, საავადმყოფოში მხოლოდ მცირეწლოვანია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მას კვლევები უტარდება, პაციენტი კონტაქტურია. შემთხვევა სოფელ მიქავაში, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები