დღეიდან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ზე" უპრეცენდენტო პროექტი "დიდი სცენა" ბრუნდება - მეგაშოუ, რომელიც მოკლე დროში, ქართულ ტელესივრცეში მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტი პროექტი გახდა.
"რუსთავი 2" მეორე სეზონს იწყებს. მაყურებელი დღეს ნახავს ორნაწილიანი შესარჩევი ტურის პირველ სესიას. 5 ივლისს კი ლაივკონცერტები დაიწყება.
როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, მაყურებელ ძალიან ბევრ საინტერესო მონაწილეს იხილავს და მათგან საუკეთესო 10-ის შერჩევა ჟიურის წევრებს გაუჭირდებათ.