18 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში მოსახლეობას სამედიცინო სერვისებზე წვდომა არ შეეზღუდოს - ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.

მხარეებმა ეპიდვითარების შესახებ ისაუბრეს და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. გაირკვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ კლინიკებს სადეზინფექციო საშუალებებითაც მოამარაგებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე აცხადებს, რომ ვაქცინაცია და ტუპერკულოზის კონტროლი აუცილებელია.

"მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის პერიოდში მოსახლეობას არ შეეზღუდოს სამედიცინო სერვისებზე წვდომა, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვა, ვაქცინაცია, ტუბერკულოზის კონტროლი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები და ამ რთულ პერიოდშიც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ სერვისებზე წვდომის გასაუმჯობესებლად. ამავედროს მნიშვნელოვანია რომ ეს ზაფხული არა წარმატების აღსანიშნავად, არამედ მომდევნო ტალღისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ და უფრო მეტად გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა. ამისათვის უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება. ზაფხულის განმავლობაში ვგეგმავთ ტრენინგების ჩატარებას ლაბორატორიებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, რომელსაც მსოფლიოს ექსპეტები გაუძღვებიან,"- განაცხადა სილვიუ დომენტემ.

დღის ამბები