18 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. ორ საათზე მეტია, საგამოძიებო უწყებაში იმყოფება ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი. კონკრეტულად რა შეკთხვები აქვთ მასთან გამომძიებლებს, უცნობია.

"ფეიქსბუკის საშუალებით პოსტებს ვაზიარებდი ნარიმან ნარიმანოვთან დაკავშირებით და ახლა გამოკითხვაზე ვარ დაბარებული,"- ამბობს ქენან ბაბაევი. 

სამოქალაქო აქტივისტის უფლედამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ არსებობს.

"დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაულმაგვარიც არაფერი ჩაუდენია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მისი სტატუსი მოწმის სტატუსს არ გასცდება და გამომძიებლებზე არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა, რომ უდანაშაულო ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის დევნას დაიწყებენ. როგორც ქენან ბაბაევი და სხვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, ნარიმანოვის თემასთან დაკავშირებით არიან დაბარებული და დარწმუნებული, მათი მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ არსებობს,"- აცხადებს ადვოკატი ალი ბადიროვი. 

დღის ამბები