17 სექტემბერი 2026,   06:02
ვრცლად
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში COVID-19-ით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც COVID-19-ით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის და ზოგადად, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის მზადების საკითხებზე იმსჯელეს.

ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მზადების პროცესი უმოკლეს დროში უნდა დაიწყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ 200 სპორტსმენის საკითხი, რომლებმაც ოლიმპიური ლიცენზიებისთვის უნდა იბრძოლონ.

დღის ამბები