20 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
ექიმების ინფორმაციით, გუგუტიანთკარში თანასოფლელის მიერ დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გუგუტიაანთკარში თანასოფლელის მიერ დაჭრილი 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა, შედარებით, დასტაბილურდა. მას მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს თანასოფლელები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ შემთხვევაში მონაწილე პირი დააკავა. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები