გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის შავი "ტოიოტას" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან. დაკავებულების ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.
ავტორი: თამარ თათარაშვილი