საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან მამაკაცი და ქალი.
38 წლის მამაკაცმა 11 სახლი გაძარცვა, საიდანაც 15 ათასამდე ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნივთები მოიპარა, და 40 წლის თანამზრახველს გადასცა.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთებისა და ძვირფასეულობის ნაწილი მეპატრონეს დაუბრუნეს.