18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"ეს არის ზეწოლა და გაფრთხილება მთელი საზოგადოებისთვის" - ხათუნა სამნიძე ფეისბუქ-კომენტარის გამო გამოკითხეს

საქალაქო სასამართლოში ხათუნა სამნიძის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოტაჟის მუხლით გამოძიება, სატელევიზიო რეპორტაჟის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ფეისბუქ-კომენტარის გამო გამოკითხეს, სადაც დაწერა, რომ იცის, ვის შესთავაზეს თანხის სანაცვლოდ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დიაგნოზი მიეთითებინა.

ხათუნა სამნიძე მომხდარ ფაქტს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უკავშირებს.

"მთავარი შეკითხვა იყო ვისგან მაქვს კონკრეტულად ინფორმაცია, რომ შესაძლოა ყალბდებოდეს კოვიდისდიაგნოზები. ეს არის ზეწოლა და გაფრთხილება მთელი საზოგადოებისთვის, რომ ვინც ეჭვს შეიტანთ ჩვენში სახელმწიფო მოხელეებში და ჩვენ საქმეებში ყველას წინააღმდეგ ამუშავდება სახელმწიფო მანქანა,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები