კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის, 926-ს შეადგენს. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ახლა 791-ია.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2819, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 ადამიანია.
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 15 ადამიანი.