24 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
ტრაილერის კორონავირუსით ინფიცირებული მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ტრაილერის კორონავირუსით ინფიცირებული მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანი ბათუმის კლინიკა "მედალფაში" მკურნალობს. ისინი უცხო ქვეყანაში დაინფიცირდნენ.

2 თვიანი პაუზის შემდეგ ვირუსის პირველი შემთხვევები აჭარაში გუშინ გამოვლინდა. მამაკაცებს მომატებული ტემპერატურა სარფის საბაჟოზე დაუფიქსირდათ, რის შემდეგაც ჯერ ცხელების ცენტრში, ვირუსის დადასტურების შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს.

"გვაქვს 2 ახალი შემთხვევა. ისინი შემოვიდნენ უცხოეთიდან და საზღვრიდან გადაყვანილ იქნენ ცხელების ცენტრში. შესაბამისი სიმპტომატიკიდან გამომდინარე, ჩაუტარდათ PCR ტესტირება. დადგინდა, რომ იყო COVID-19 და შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ორივეს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, შეიძლება ჩაითვალოს მსუბუქ მიმდინარეობად. ჩაუტარდათ კომპიუტერული ტომოგრაფია, პნევმონია არ დასტურდება," - აცხადებს ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" ბათუმის კლინიკის დირექტორი ინგა ხოზრევანიძე.

დღის ამბები