26 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
21 წლის ახალგაზრდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, თბილისში 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. 

დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია რამდენიმე ტიპის ნარკოტიკული საშუალება - მათ შორის კოკაინი და 86 ათას ლარამდე ფული.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.თ
თბილისში დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი", "კეტამინი",  "ექსტაზი" და დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 85,965 ლარი ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე მუხლის 6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღის ამბები