ბათუმელი მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე პროკურატურაში დაიბარეს. წულუკიძის თქმით, ის იმ საქმეზეა დაბარებული რომელზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. როგორც ფირუზ წულუკიძე ამბობს, ამჯერად მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი მედიასთან გაკეთებული განცხადებები გახადა.
წულუკიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და თორნიკე რიჟვაძის მამა, საარჩევნოდ დახმარების სანაცვლოდ, მას და მის ოჯახს გარიგებას სთავაზობდა. შეთანხმება არ შედგა რის შემდეგაც ორი პირი, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
ფირუზ წულუკიძის განმარტებით, მის ოჯახზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. რაც შეეხება ელდარ ანთაძესა და რეზო წულუკიძის სასამართლო პროცესს, დღეს 15 საათზეა ჩანიშნული.