19 ნოემბერი 2024,   00:14
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი გამოცდებამდე 5 დღით ადრე კიდევ დაუზუსტებელია

პანდემიის პირობებში რა წესებით მოუწევთ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. სამუშაო შეხვედრები ჯანდაცვისა და განათლების უწყებებს შორის ისევ გრძელდება. გამოცდების დაწყებამდე 5 დღე რჩება.

"ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, ადგილის დაკავების შემდეგ რა წესს უნდა დაექვემდებარონ აბიტურიენტები როგორც პირბადის გამოყენების, ასევე გაგრილების საშუალებასთან დაკავშირებით. თითოეული სივრცე უზრუნველყოფილია და ტექნიკურად გამართულია კონდიცირების სისტემა. დღევანდელი რეკომენდაციით, ყველა სივრცე გამოცდების დაწყებამდე და შუა პერიოდში განიავდება, იქნება სანიტარული შესვენება და ჩატარდება დეზინფექცია. გაგრილების დაზუსტებულ წესებს კი ამ დღეებში შემოგთავაზებთ,"- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა

დღის ამბები