26 დეკემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ფოთში 43 წლის კაცის მკველელობის საქმეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირები ფიგურირებენ

ფოთში მომხდარ მკვლელობაში, "კურიერის" ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებიც ფიგურირებდნენ.

43 წლის ზურაბ ტყებუჩავა რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა და ის მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

"კურიერი" ესაუბრა თვითმხილველებსაც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ 7 ადამიანი ხელკეტით იყო შეიარაღებული. როგორც ირკვევა, დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა 43 წლის მამაკაცს საკუთარ სახლში მიაკითხეს, საიდანაც მოტყუებით გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ საქმეზე დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

დღის ამბები