18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირება განახორციელა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელეს. 

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი აცხადებს, რომ დავით ჭაკუას ექსტრადირება, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივ წარმატებულ თანამშრომლობაზე მეტყველებს.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა, წარმატებით დაასრულა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირება. ეს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე. საქმე ასევე მეტყველებს გერმანიისა და საქართველოს ერთობლივ წარმატებულ მუშაობაზე,"- განაცხადა ქეთევან სარაჯიშვილმა.

დავით ჭაკუა არა ერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო იძებნებოდა. მათ შორის არის ციხის ცნობილი ბუნტის პროვოცირება, რომელსაც 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

ასევე ადეიშვილის დავალებით ციხის ცნობილი კადრების გადაღება, მსჯავრდებულების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეებზე ძალადობა. პირველ შემთხვევაში, ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორე საქმეზე, ანუ ციხის კადრებზე სასამართლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები