კორონავირუსისა და პანდემიის გამო "დიდი სცენის" ახალი სეზონის პირველი ლაივკონცერტი განსხვავებული ფორმატით გავა პირდაპირ ეთერში. მეგაშოუს ახალ ვარსკვლავებს ხვალ მაყურებელი - "რუსთავი 2-ზე" ახალ გარემოში იხილავს. აპლოდისმენტები ამჯერად დარბაზში არ იქნება, თუმცა მხარდაჭერას კონკურსანტები კვლავ ზარებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ელოდებიან.
"დიდი სცენის" ორგანიზატორები და წამყვანები მაყურებლებს გრანდიოზულ სანახაობას ჰპირდებიან.