ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის და შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ადგილზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებსაც ადამიანები ეწირებიან.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ყურადღება არავინ მიაქცია.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება.