18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
სომხეთიდან გურჯაანში ატმის შესაძენად ჩასულ ტრაილერის მძღოლს COVID-19 დაუდასტურდა

სომხეთიდან გურჯაანში ატმის შესაძენად ჩასულ ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ახალგაზრდა კაცი სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდა, საიდანაც ხილის წაღებას სომხეთში აპირებდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მას covid-19-ზე ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ პასუხი უარყოფითი იყო.

მისივე განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელს სპეციალისტებმა გუშინვე დროულად მიაკვლიეს. ის ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე სიმპტომები არ აღენიშნება. 

ეპიდემიოლოგები ყველა შესაძლო კონტაქტს უკვე იკვლევენ. ამასთან, ეს არის იმპორტირებული შემთხვევა და წყაროს დადგენა ფაქტობრივად, შეუძლებელია.

დღის ამბები