02 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზეა საუბარი? ჩემთვის საამაყოა - მიხეილ ყაველაშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის CSKA-ში გადასვლაზე

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მისთვის თორნიკე შენგელიას მოსკოვის CSKA-ში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია.

"მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი და მინდა წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო.

დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს CSKA არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით 4-5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?

თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა. ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი," - განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია ის, რომ თორნიკე შენგელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ყველა შეხვედრაში დაეხმარება.

ავტორი: ჯემალ ფარცაყაშვილი

 

დღის ამბები