15 აგვისტო 2020,   08:10
ვრცლად
ხელოვანთა გაერთიანება "კონცერტარტი" წყნეთის ღია ამფითეატრში ახალ მუსიკალურ პროექტს იწყებს

ხელოვანთა გაერთიანება "კონცერტარტი" თბილისის მერიის პატრონაჟით 17 ივლისს, ახალ მუსიკალურ პროექტს იწყებს.

"უღრან ტყეში" - წყნეთის ღია ამფითეატრში ცოცხალი კონცერტების სერია გაიმართება. პროექტი 10 მუსიკალურ წარმოდგენასა და სხვადასხვა თაობისა და ჟანრის შემსრულებლებს გააერთიანებს.

17 ივლისს საღამო პაპუნა შარიქაძისა და მეგობრების კონცერტით გაიხსნება, 18 ივლის კი "უღრან ტყეში" გიორგი ცაგარელი, გიორგი გიგაშვილი და ერეკლე დეისაძის პროექტი "ალისფერი ანგელოზები" წარსდგება, ასევე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამო.

"გაითავისე ცა და ისუნთქე" - სახელწოდება, რომლის ინსპირაციაც რატი ამაღლობელის ლექსი გახდა. საფესტივალო დღეები 10 აგვისტოს ლეგენდარული გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები