გლდანში, ვასაძის ქუჩაზე გვიან ღამით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარედ, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსიდან მამაკაცი უმისამართოდ ისროდა.
სამართალდამცველებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. პოლიციასთან ერთად ვასაძის ქუჩაზე მისული იყო სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დრომდე უცნობია რატომ ისროდა მამაკაცი, დაკავებულია, თუ არა ის და რა ტიპის იარაღი ფიგურირებს საქმეში - დამატებით დეტალებზე ინფორმაციას უწყება დღეს გაავრცელებს.