26 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
მამისა და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურამ მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამის და პაპის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.  

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს გ.ო.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. გ.ო.-სთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები