18 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
უკანონო პატიმრობის მეხუთე დღე - საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა

უკანონო პატიმრობის მეხუთე დღე. მცდელობის მიუხედავად წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა გუშინ ცხინვალის ჰოსპიტალში მოთავსებული ზაზა გახელაძის მონახულება ვერ შეძლეს. ცხინვალი უარის რამდნიმე მიზეზს ასახელებდა, მათ შორის ერთ-ერთი პანდემიის გამო ჰოსპიტალში საგანგებო რეჟიმია.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული მათ ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 33 წლის ზაზა გახელაძე, 11 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან გაიტაცეს, თუმცა მანამდე ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დღის ამბები