14 აგვისტო 2020,   20:25
ვრცლად
როგორ მიმდინარეობდა პანდემიის დროს სასამართლო პროცესები დისტანციურად - სახალხო დამცველმა მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

როგორ მიმდინარეობდა პანდემიის დროს სასამართლო პროცესები დისტანციურ რეჯიმში - სახალხო დამცველმა მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები 21 რაიონულ და საქალაქო სასამართლოში 300-მდე სასამართლო სხდომას დაესწრნენ. დამკვირვებლებმა ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები დააფიქსირეს

"მთავარი საკითხები რომელიც ჩვენ ანგარიშშია იდენტიფიცირებული შეეხება ბრალდებულების უფლებრივ მდგომარეობას. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული საკითხები და პრობლემები იქნა იდენტიფიცირებული თარგმანთან დაკავშირებით, დისტანციური სასამართლო პროცესების დროს ეს იყო პრობლემური, ასევე პრობლემური შემთხვევა იყო მოწმის დაკითხვა, გარკვეულ შემთხვევებში მოწმის დაკითხვა ხდებოდა ისეთი სივრციდან, სადაც არ იყო გამორიცხული, რომ ამ მოწმეს ვინმე კარნახობდა ან წინასწარ დაწერილ ჩვენებას კითხულობდა,"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე,

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე პანდემიის დროს სასამართლო პროცესების საჯაროობის პრობლემაზე საუბრობს:

"მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ არის პანდემიის დროს სასამართლო პროცესების ჩატარების საჯაროობა, ისევე როგორც ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის სირთულე," - აღნიშნა სულხან სალაძემ.

დღის ამბები