19 ოქტომბერი 2021,   09:46
ვრცლად
რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას სწავლების შერეული მოდელის ამოქმედების შემთხვევაში - განათლების ექსპერტები უწყებას ხარვეზებზე მიუთითებენ

რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას სწავლების შერეული მოდელის ამოქმედების შემთხვევაში - განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ პანდემიის პიკში, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესმა სწორედ ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა, მაშინ კარგად გამოჩნდა, რომ ზოგადად ეს სისტემა საქართველოში საკმაოდ პრობლემურია. ვინაიდან, მოსწავლეებს სათანადო და თანაბარი წვდომა ინტერნეტზე არ აქვთ, მასწავლებლებს კი კომპეტენცია, რომ ასეთ ფორმატში ჩაატარონ გაკვეთილები.

ექსპერტების თქმით, ახლა, როდესაც ახალ სასწავლო წელი ახლოვდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას არა საერთო დოკუმენტი და უნივერსალური მიდგომა, რომელიც ყველა სკოლაზე გავრცელდება, არამედ ინდივიდუალური დოკუმენტი, სადაც სკოლა განსაზღვრავს მოდელს, მათ შორის ასახავს - პრობლემებს, საჭიროებებს და ასევე როგორი წვდომა აქვთ მოსწავლეებს ინტერნეტთან.

"ერთი დოკუმენტით რეგულირება ძალიან გაძნელდება, რადგან სკოლებს აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები. ჩვენთან არის სკოლები, სადაც არ არის უწყვეტი ინტერნეტი დასახლებულ პუნქტში, სადაც ეს სკოლა მდებარეობს. მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, რომ არ გაქრნენ ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, რომლებსაც არ ჰქონდათ უწყვეტი ინტერნეტი და ტექნოლოგიები," - აცხადებს განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული მომავალ სასწავლო წელს სწავლება შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში ონლაინ სწავლებაც დარჩეს.

დღის ამბები