19 სექტემბერი 2026,   17:03
ვრცლად
სოფელი კონდოლის მოსახლეობა ხელისუფლებას სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოუწოდებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მოსახლეობა, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. 50 მდე ადგილობრივმა ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინონ მათი მდგომარეობა და უამინდობით გამოწვეული ზარალი, ფინანსური კომპენსაციის სახით აუნაზღაურონ.

დაზარალებული მევენახეების განმარტებით, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე მოსავლის დაზღვევა ვერ შეძლეს, ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და საბანკო ვალები ვეღარ გადაიხდიან.

მოსახლეობას თელავის მერის მოადგილემ უპასუხა. დავით ბეგიაშვილის ინფორმაცით, სტიქიის ზონაში ამ დრომდე მუშაობს სპეციალური კომისია, რათა ცენტრალურ ხელისუფლებას მონაცემები უმოკლეს დროში გადაეგზავნოს, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულებს.

დღის ამბები