26 დეკემბერი 2024,   14:03
ვრცლად
გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

გორში, ქალაქის გარეუბანში გუშინ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ხუთსართულიანი სახლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა დაზარალებული, ბავშვს ასეირნებდა და ირგვლივ სხვებიც თამაშობდნენ.

შემთხვევის ადგილთან მდებარეობს ატრაქციონები და ასევე, სპორტული მოედანი.

ადგილობრივების თქმით მათ დაინახეს, რომ სროლა მიზანმიმართულად განხორციელდა.

რეანიმატოლოგის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 2 პირიდან ერთს, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა და ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, მეორე პაციენტს კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მუხლის მიდამოში აღენიშნებოდა, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობაც მძიმეა. 

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. "კურიერის" ინფორმაციით, ეს იყო ორმხრივი დაპირისპირება, რა დროსაც სულ 6-ჯერ გაისროლეს.

 

დღის ამბები