გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში ამჯერად, 19 ივნისის საბედისწერო ღამის მთავარი ფიგურანტი, იუბილარი ანა გაბეჩავა იმყოფება. სავარაუდოდ, გამომძიებლები დღეს, მის სოციალურ ქსელებსაც დაათვალიერებენ.
ეს პროცედურა გუშინ უკვე გაიარა წვეულებაზე მყოფმა რამდენიმე პირმა, მათ გამომძიებლებს პირადი მიმოწერები გააცნეს.
ანა გაბეჩავას უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს გამოძიებისთვის იმაზე მეტის თქმა არ შეუძლია, რაც უკვე მან თქვა.
"კურიერის" ინფორმაციით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებულია საქმის ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილიც.