კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ქვემო ქართლში კვლავ საყურადღებოა. დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ხვალიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იწყება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 20 შემთხვევა გარდაბანში დადასტურდა.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ ზოგად სიტუაციას, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კვლავ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლის იდენტიფიცირებასაც ექიმები დროულად ახერხებენ.