18 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა გადაეცა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა გადაეცა.

ახალი ტექნიკა ტყვიის წყაროების შესასწავლად და კვლევებისთვის გამოიყენება. საჩუქარი დაავადებათა ეროვნულ ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა და გადასცა.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადავეცით მნიშვნელოვანი ლაბორატორიული მოწყობილობა, რომელიც ტყვიის შემცველობას ზომავს და იკვლევს დაბინძურების წყაროებს არამარტო სისხლში, არამედ ყველაფერში, სადაც შეიძლება, რომ ტყვია იყოს. ჩვენ აქამდეც გადავეცით დაავადებათა კონტროლს სხვა ლაბორატორიული მოწყობილობა და ეს ყველაფერი მთლიანობაში შექმნის შესაძლებლობას გაიზომოს ტყვიის დაბინძურების წყაროები და მის საფუძველზე სახელმწიფომ საპასუხო რეაგირების გეგმა შეიმუშაოს,"- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.  

 

დღის ამბები