18 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
მინდია გოგოჭურს ბრალი სამი მუხლით წარედგინა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი სამი მუხლით წარედგინა. 126-ე მუხლის პირველი ნაწილს, რაც ძალადობას და ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს,  ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლიც დაემატა.

დაკავებულის ადვოკატის დავით ჩავლეშვილის თქმით, გოგოჭური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

ადვოკატის განცხადებით, საქმის მეტ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ჯერ მასალებს უნდა გაეცნოს.

მინდია გოგოჭურის პროცესი ხვალ გაიმართება, სადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

დღის ამბები