პირი, რომელმაც ზურაბ ზვიადაური და მისი თანმხლები მეგობარი, ორი დღის წინ ახმეტაში დაჭრა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ზვიადაურის მამის ვერსიით, მომხდარი შესაძლოა გიორგი ქისტაურთან წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს, როცა ქისტაურმა ზვიადაურების საცხოვრებელ სახლს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
გიორგი ქისტაურის გუშინდელ კონფლიქტში მონაწილეობას ადასტურებს მისი და, რომელიც თავის მხრივ ძალადობაში თავად ოლიმპიურ ჩემპიონს ადანაშაულებს.
დაპირისპირება ახმეტაში 2 დღის წინ მოხდა. ზურაბ ზვიადაური და მისი მეგობარი ვანო დავითაშვილი ცივი იარაღით დაჭრეს.