19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების საპრეზენტაციო ღონისძიება - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ავტომობილების საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის მერთან და ცენტრის დირექტორთან ერთად გამართა.

ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან, 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული ავტომობილია, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები, საჭიროებისამებრ თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდება.

"დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ჯანდაცვის სფეროსთვის,  ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პრეზენტაციას წარმოგიდგენთ და ეს არის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ავტოპარკის სრული ჩანაცვლება ქვეყანაში. დღესდღეობით ჩემს უკან დგას 60 სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტებით და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ყველაზე საჭირო მომენტში.

ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევძლოთ ისევე როგორც ჩვენი ყველა თანამშრომლისთვის, იმ გმირებისთვის, რომლებმაც არა ერთხელ გვაჩვენეს ჩვენ, რომ საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ შეუძლიათ გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე, გავაუმჯობესოთ მათი სამუშაო პირობები, შევქმნათ მათთვის უსაფრთხო გარემო და მათ იზრუნონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის საჭიროებისთვის მაშინ, როდესაც ეს ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე ძალიან სჭირდებათ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები